შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

15:09, 03.02.2019

უკრაინიდან საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით პოლიციამ 24 წლის ქალი დააკავა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.

ამოღებულია 158 შეკვრად დაფასოებული „მეტადონის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება უკრაინაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 24 წლის ქალს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი