შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათი პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ და „მარიხუანა“.

სამართალდამცველების მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. დაკავებული პირების ნაწილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეეფარდათ.