შსს-მ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა. ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2 პირს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, ერთ პაციენტს მხრის არეში ჰქონდა დაზიანება და კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო მეორე ახალგაზრდას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

დატოვე კომენტარი