შსს-მ მარნეულში მკვლელობის ფაქტი გახსნა
დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით – 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ბრალდებულის დაკავების ოპერაციაში თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საბაჟო და საგარეო ვაჭრობის სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები.