შსს-მ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში. ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული პირია დაკავებული. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აიყვანეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მიმდინარეობს გამოძიება.