შსს-მ ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, განაცხადა. მისი თქმით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, უწყების წარმომადგენლებმა ქურდულ გარჩევაში მონაწილე ორი პირიც დააკავეს. კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის ტექნიკური მენეჯერი კი, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე აიყვანა.