შსს-მ ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. სპეციალური განცხადება უწყებაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

დაუსწრებლად პასუხისგებაში ხუთი პირია მიცემული. მათთვის წარდგენილი ბრალი 7-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე მომხდარ ფაქტს ეხება, რა დროს მიყენებული ჭრილობები გოჩა ვეფხვაძისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი