შსს-მ ირანის სამი მოქალაქე დააკავა

ირანის სამი მოქალაქეა დაკავებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. მათი ჩხრეკისას პოლიციამ მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება, 60 აბი „სუბოქსინი“ და ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი ამოიღეს, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები უკვე დანიშნულია.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ირანის მოქალაქეებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.