შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო სასაზღვრო პოლიციამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან.

სასაზღვრო სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე, 1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. მას საზღვრის უკანონო გადაკვეთას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავებიან.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს გამოძიება