შსს-მ ბოლო პერიოდში თერთმეტი პირი დააკავა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 

ოჯახში ძალადობის ბრალდებით 11 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში. საგამოძიებო მოქმედებები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში ჩატარდა. ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, გორში 1988 წელს დაბადებული პირი აიყვანეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ასევე, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ორსულ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიმდინარეობს გამოძიება.