შსს-მ ბოლო ექვს თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ექვს თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა.

მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე ოთხი კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებებია უწყების თანამშრომლების მხრიდან ამოღებული.

სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.