შსს-მ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

საქმეზე ორი პირია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორი დააყაჩაღეს, 250 ათასი ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. მათ ბრალი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარუდგინეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.