შსს-მ 250 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო 

ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ნარკოტრეფიკის კიდევ ერთი ფაქტი აღკვეთეს.

დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც 250 კილოგრამი „ჰეროინი“ საქართველოში წითელი ხიდის გავლით, სატვირთო მანქანით შემოიტანეს. გამოძიების თანახმად, ნარკოტიკული საშუალება დაკავებულებს სველი ხელსახოცებისთვის განკუთვნილ 3000-მდე პაკეტში ჰქონდათ გადანაწილებული. პოლიციამ განსაკუთრებით დიდ ოდენობით ნარკოტიკი ტრაილერის შემოწმებისას ბათუმის ეკონომიკური გაფორმების ზონაში ამოიღო. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. ახლა გამოძიება ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენას ცდილობს.