შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: „უფროსმა დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ 29 ნოემბერს აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, წამყვანი ოფთალმო-ქირურგების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.“ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გიორგი ზამბახიძემ მხედველობა მარჯვენა თვალში დაკარგა. როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის, მათ შორის ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის წამყვანი კლინიკების ოფთალმო-ქირურგების დასკვნით, მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის“, – აცხადებენ შსს-ში.