შშმ პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი ფესტივალი ახმეტაში
ახმეტაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ჩატარდა. მასში მონაწილეობა კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნიჭისა და უნარების მხარდაჭერა, თანასწორი გარემოს გაძლიერება და აქტიური ჩართულობა იყო.