შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღე

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღეა. გაიმართა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტისა და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა. ყურადღება გამახვილდა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირების საკითხზე. განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა როგორც კოორდინაციის, ისე სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.