შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე  

14 ივნისი შშმ პირების უფლებების დაცვის დღეა.

თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. განსაკუთრებით მწვავე იყო სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ინკლუზიური განათლების თემაზე მომზადდა. ომბუდსმენის აპარატმა ის პირევლი 15 სკოლა შეისწავლა, სადაც ინკლუზიური განათლება დაინერგა. ომბუდსმენის აზრით, ინკლუზიური სწავლება  ხშირ შემთხევაში ფორმალური ხასიათისაა და პედაგოგთა მუშაობა შედეგზე ორიენტირებული არ არის. ამის მიზეზი კი ომბუდსმენის განმარტებით, მასწავლებლების არასათანადო მომზადებაა. არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია განათლების სამინისტრო. უწყება პროცესს თავადაც უწევს მონიტორინგს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დაანონსებული განათლების რეფორმის პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური განათლებაა და გაზრდილი ბიუჯეტის საშულებით, ხარვეზები ეტაპობრივად გამოსწორდება.

გვანცა გავაშელი დეტალებით.