შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს ზუგდიდში. მოეწყო მსვლელობა. შშმ პირები რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან შეიკრიბნენ. ზუგდიდის მერიის მიერ მათთვის ცენტრალურ ბულვარში მოეწყო ნახატების გამოფენა, შეჯიბრი სამაგიდო თამაშებსა და მკლავჭიდში. დაწესებული იყო სიმბოლური მედლები და პრიზები გამარჯვებულთათვის.