შშმ პირთა უფლებები

შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა. ღონისძიებაზე 2018 წლის კატალოგი-კალენდარი წარადგინეს, ეტლით მოსარგებლეთა მონაწილეობით გაიმართა  კონცერტი და სპორტული ცეკვის ფესტივალი. გამოიფინა ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია სხვადასხვა აქტივობები დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირთა მონაწილეობაით.