საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება გაერო-ს შშმ პირთა კონვენციის მოთხოვნებს,- ეს განცხადება სახალხო დამცველმა შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასების ანგარიში წარადგინა.
ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად გარემოს ხელმისაწვდომლობის უზრუნველყოფა რჩება.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანას არ გააჩნია ამ მიმართულებით ერთიანი ხედვა და დოკუმენტი.
ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ რეგულაციები ფრაგმენტულად არის მოცემული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთათვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას შენობებსა და საზოგადოებრივ სივრცეში.