შშმ პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერს მსოფლიო შშმ პირთა დღეს აღნიშნავს.

ყოველ წელს ამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სახელმწიფოს საკუთარ პრობლემებს და ყოველდღიურ საჭიროებებს ახსენებენ. საკანონმდებლო ცვლილებების და ინიციატივების მიუხედავად, დასაქმება და ცალკეული სერვისებით სარგებლობა კვლავ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებული აქცენტი კი საზოგადოების მხრიდან არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კეთდება. ახლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან რეფორმას, რომელზეც ხელისუფლება წლებია მუშაობს და რომელმაც შშმ პირთა საჭიროებების შეფასების ახალი მოდელი უნდა შექმნას. კრიტერიუმების შეფასების პროცესში შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებიც არიან ჩართულები.