შშმ პირთა საჭიროებები

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება – საკითხზე პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ყველა კატეგორიის შშმ პირისათვის პენსიის გათანაბრება, აუტიზმის სპექტრის მქონე 16 წელს ზევით მოზარდთათვის სპეციალური სერვისების შექმნა, ასევე შშმ პირთათვის სტომატოლოგიური ოპერაციების დაფინანსება განხილვის ძირითადი საკითხები იყო.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რიგი მიმართულებებით ბიუჯეტის გაზრდა უკვე დაგეგმილია. მათ შორისაა შშმ ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსების გაზრდა, დღის ცენტრების სუფსიდირების გაზრდა და ე.წ. მეორე ჯგუფის შშმ პირებისათვის პენსიის მომატება.