შშმ პირთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეს მიეძღვნა ანსამბლ „ლაზიერის“ კონცერტი. ანსამბლის სამმა ჯგუფმა სამი პროგრამა წარმოადგინა და 40-ზე მეტი საცეკვაო ნომერი შეასრულა. საღამოს  203-ე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ღონისძიებაში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა. ისინი სცენაზე სიმღერით წარდგნენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტეგრაციის მიზნით, შშმ პირთა დღეს, ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტებმა უკვე ტრადიციის სახე მიიღო.