შშმ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი

საჯარო სექტორში დასაქმებული 46 ათას 708 ადამიანიდან,  55 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია,  – ამის შესახებ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი.  დოკუმენტი, შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და სახალხო დამცველმა წარადგინა. ანგარიში ნათქვამია, რომ პროგრამის ფარგლებში შშმ პირთა რაოდენობამ გასულ წელს მხოლოდ 101 შეადგინა, დასაქმების ხელშეწყობის მონიტორინგის მიხედვით, კი ისინი ვერ მუშაობენ ეფექტურად, რადგან ხშირ შემთხვევებში მათთვის გარემო არაადაპტირებულია. ანგარში ხაზგასმულია ეფექტური განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაც.