შშმ პირთა დაცვის დღე კოლეჯ „სპექტრში“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილე პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრა.

თამარ ქიტიაშვილი საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებს გაეცნო და რეგისტრაციის პროცესს დაესწრო. ამ ეტაპზე, 10 აგვისტოს ჩათვლით, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.