შშმ პირები პროფესიულ განათლებაში 

21:51, 01.04.2025

პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველ შშმ პირებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებენ.

საბუთების წარდგენა აპრილის ბოლოდან დაიწყება. დამატებულია ახალი სასწავლო პროგრამები და სერვისები სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც მათ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და დასაქმებაში უნდა დაეხმაროს. პროფესიულ სასწავლებლებში სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული პროგრამები 2013 წლიდან დაინერგა – წლიდან წლამდე კოლეჯებში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა სასწავლო გარემოსთან სრულად ინტეგრაციის კუთხით გარკვეული გამოწვევები მაინც რჩება.

მსგავსი