შს სამინისტროს განცხადება

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 24 ივნისის მდგომარეობით, „დარიალზე“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.