შს სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით გამოკითხეს.