შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკის ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და თანხა წაიღო.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.