შს სამინისტრომ ბანკის ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკის ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და თანხა წაიღო.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.