შს მინისტრს პარლამენტში 3 მაისს მოუსმენენ

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,  შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში 3 მაისს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში მისი მისვლა მინისტრის საათის ფარგლებშია დაგეგმილი. პარალელურად, მას ფრაქცია „ევროპული საქართველოც“ იბარებს.

გიორგი გახარიასთან ერთად, ოპოზიცია პარლამენტში ეკონომიკის ახალი მინისტრის, ნათია თურნავას მისვლას ითხოვს.