შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო

18:12, 31.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

მსგავსი