შს მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში

15:16, 05.11.2026

ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან, ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა. მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცველ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

სულხან თამაზაშვილი ყაზახ და ყირგიზ კოლეგებთან ერთად ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სასწავლო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო. მინისტრები ასევე ეწვივნენ ყაზახეთის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ცენტრს, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების გამოფენა გაიმართა.

მსგავსი