შს მინისტრის ვიზიტი თურქეთში

18:14, 23.12.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში იმყოფება. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა თურქ კოლეგასთან, ალი იერლიქაიასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ალი იერლიქაიამ ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის დროს გაწეული ძალისხმევისთვის, სწრაფი და ქმედითი თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, მხარეთა შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მსგავსი