საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ. გეკა გელაძემ და ვანგ სიაო ხუნგმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც გელაძემ აღნიშნა, ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ჩინელ კოლეგებთან, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.