შს მინისტრის განცხადებით, ის ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონის ჰუმანურობასა და  გამსაღებლებთან მკაცრ სასჯელს ემხრობა

პრეზიდენტის გუშინ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა გიორგი გახარია. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონის ჰუმანურობასა და გამსაღებლების მიმართ მკაცრ სასჯელს ემხრობა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა შეწყალების წესის ცვლილებაზე ისაუბრა. ინიციატივა ნარკოტიკების მომხმარებლებს, ფინანსურ, ეკონომიკურ და სამოხელეო ხასიათის დანაშაულში ბრალდებულებს შეეხება.