შს მინისტრის განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

რამდენიმე წუთის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი აუცილებლად დაისჯება. მინისტრის ინფორმაციით, მეორე ბრალდებული ამ დრომდე არ არის დაკავებული. საგამოძიებო უწყებებმა უკვე გამოკითხეს 150 პირი, თუმცა, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თანამშრომლობის სურვილი ძალიან ცოტა მოქალაქემ გამოთქვა.

თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.