შს მინისტრის ბრძანება
ავტომობილების მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონის რეგულირება მოხდება. ხმაური სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმდება და დაექვემდებარება კონკრეტულ პირობებს და წესებს. შესაბამისი ბრძანება შსს მინისტრმა გამოსცა. მიზანი მართლწესრიგის დაცვის უფრო ეფექტურად აღსრულებაა. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს. კანონის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას. გამეორების შემთხვევაში 200 ლარის გადახდა მოუწევს მძღოლს და მოაკლდება 20 ქულა. მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას ითვალისწინებს.