შს მინისტრი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი,  ქვეყანაში ვიზიტით მყოფ შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა, რომელსაც მიმდინარე წლის 7 თებერვალს მოეწერა ხელი.

მინისტრმა სტუმარს  უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.