შს მინისტრი სამინისტროს აკადემიას ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს შეხვდა და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა მინისტრს, აკადემიის რექტორმა დეტალურად გააცნო სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამართალდამცველთა პროფესიული მომზადების პროგრამები, თანამედროვე სასწავლო მიდგომები. აკადემიის რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწავლების პროცესში მეცნიერულ-ტექნიკური და მაღალტექნოლოგიური რესურსების ინტეგრაციაზე და იმ სტანდარტებზე, რომლებიც სამართალდაცვით სფეროში არსებულ გამოწვევებზე მორგებული კადრების ჩამოყალიბებას ემსახურება. ასევე, გეკა გელაძემ, შსს-ს აკადემიის არქივის მიერ დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტების საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სიმულაციურ სწავლებასა და კურსანტთა ფიზიკური მომზადების კურსს დაესწრო.