შს მინისტრი მურთაზ ზოდელავას პასუხობს

ზეწოლასა და ტერორზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორი.

მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ხობის რაიონში, რამდენჯერმე ნასამართლევი პირი, მათ მხარდამჭერებზე, კოორდინატორებსა და პარტიის ლიდერებზე ზეწოლას ახდენდა. ზოდელავა განმარტავს, რომ პოლიციისთვის მიმართვის მიუხედავად, მსგავსი ფაქტები ისევ გრძელდება. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიციელმა სავარაუდო მოძალადის ფარულად ჩაწერა შეძლო, რასაც ხვალ პარტია ხობის პოლიციას წარუდგენს.

მურთაზ ზოდელავას ბრალდებებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა.