შს მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ეწვია, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამსახურის თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გურამ ამირიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრს, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, სამედიცინო სერვისებისა და მედპერსონალის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.