შს მინისტრი ფოთის სანაპირო დაცვის ბაზაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ფოთში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზასაც ესტუმრა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.