შს მინისტრი დღეს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს

შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. გიორგი გახარიას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ.

კრიმინალური ვითარება, ხორავას ქუჩის საქმე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალება და არჩვენების მეორე ტური. – ეს ოპოზიციის შეკითხვების ნაწილია. მინისტრთან შეკითხვები აქვთ უმრავლესობაშიც, ერთ-ერთი თემა მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულება იქნება.