შს მინისტრი დეპუტატების კითხვებს ხვალ უპასუხებს

15:07, 20.12.2018

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ხვალ მივა.

დეპუტატების კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი პლენარულ სხდომაზე უპასუხებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გახარიასთან შეხვედრისა და მისი მოსმენის სურვილი რამდენიმე კომიტეტს ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ფორმატი, რომელიც დეპუტატების ინტერესებს საუკეთესოდ უპასუხებს, პლენარული სხდომაა.

მსგავსი