შს მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის მამას კვლავ შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გვიან ღამით არჩილ ტატუნაშვილის მამას შეხვდა. გიორგი გახარიას განცხადებით,  სამართალდამცავი სტრუქტურა მაქსიმუმს აკეთებს, იმისთვის, რომ უმოკლეს დროში ცხედარი გადმოასვენონ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.