შრომითი უფლებებისა და საკანონმდებლო აქტების შესახებ სამი ახალი წიგნი დაიბეჭდა

შრომითი უფლებებისა და საკანონმდებლო აქტების შესახებ 3 ახალი წიგნი დაიბეჭდა. საერთაშორისო შრომითი სოლიდარობის ამერიკული ცენტრის მხარდაჭერით, დღეს მათი პრეზენტაცია შედგა: “შრომის კოდექსის კომენტარები”,  “შრომითი უფლებები საჯარო სამსახურში ” და “პროფკავშირულ საქმიანობაზე არსებული ნორმატიული აქტების კრებული”.

ავტორების თქმით, ნამუშევრები მოქალაქეებს შრომითი უფლებების უკეთ აღქმაში და მათ უკეთესად დაცვაში დაეხმარებათ, მთავარი ამოცანა კი ამ მიმართულებით მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.