შრომის უსაფრთხოების სტანდარტი

12:35, 29.03.2025

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ახალ რეგლამენტზე მუშაობს. უსაფრთხოების ნორმები, რომელთაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პრინციპს ეხება. შემუშავებული დოკუმენტი ბიზნესის წარმომადგენლებს მინისტრმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

მსგავსი