შრომის უსაფრთხოების საკითხების განხილვა სამშენებლო სექტორთან

15:20, 23.09.2026

ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდნენ ჯანდაცვის მინისტრი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი. ისაუბრეს სამშენებლო სექტორში არსებული რისკების მართვასა და უბედური შემთხვევების პრევენციის მექანიზმებზე. გააანალიზეს ინსპექტირების შედეგები, მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მექანიზმებსა და დამსაქმებელთა მხრიდან შრომის უსაფრთხოების კულტურის გაძლიერების აუცილებლობას.

მსგავსი