შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგი

15:33, 06.08.2026

შრომის ინსპექციის სამსახური, მაღალი ტემპერატურის პირობებში, შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული. სიცხე მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც პირდაპირ ზრდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების წარმოშობის საფრთხეს. აღნიშნული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსპექტორები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ, როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან, სადაც მათ დეტალურად აცნობენ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და  რეკომენდაციებს. საინფორმაციო-საკონსულტაციო ეტაპის შემდგომ, უწყება ინტენსიურად დაიწყებს ინსპექტირების პროცესს. მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

მსგავსი